იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღებას იწყებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღებას იწყებს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღებას იწყებს.

შესაბამის გადაწყვეტილებას საბჭო დღევანდელ სხდომაზე მიიღებს, 11 მაისიდან კი განაცხადების მიღება დაიწყება. განაცხადის ფორმა, რომელიც კანდიდატებმა უნდა შეავსონ, საბჭომ გასულ სხდომაზე ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღების საკითხი საბჭოს სხდომის დღის წესრიგით არის გათვალისწინებული.

გარდა აღნიშნული საკითხისა, საბჭო დღეს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის შესახებ ტექნიკურ საკითხებზეც იმსჯელებს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.