იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ სამ კანდიდატს გაესაუბრება

07:15, 26.07.2019

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გასაუბრებას დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის სამი კანდიდატი გაივლის. ესენი არიან: ნუნუ კვანტალიანი, მაია კოპალეიშვილი და შოთა ლაითაძე.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსმენებს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი​ს (OSCE/ODIHR) სადამკვირვებლო მისიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები დააკვირდებიან. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესი ონლაინ რეჟიმში საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე, 1tv.ge-ზე გადაიცემა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართელობის კანდიდატების მოსმენა 17 ივლისს დაიწყო და საბჭო უკვე 21 კანდიდატს გაესაუბრა. 50-ვე კანდიდატთან გასაუბრების შემდეგაც კი საბჭო ფარული კენჭისყრით 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.

მსგავსი