იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას განაახლებს

07:03, 22.07.2019

იუსტიცის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება განახლდება.

გასაუბრებას დღეს სამი კანდიდატი გაივლის: საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე (მასთან გასაუბრება 10:30 საათზე ჩაინიშნა); მოსამართლე მაია ვაჩაძე (გასაუბრება 14:00 საათზეა დაგეგმილი); 17.00 საათზე კი იუსტიციის უმაღლესო საბჭოს წევრების კითხვებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე თამარ ზამბახიძე უპასუხებს.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსმენებს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები დააკვირდებიან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესი ონლაინ რეჟიმში საქართველოს პირველი არხის ვებგვერდზე, 1tv.ge-ზე გადაიცემა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართელობის კანდიდატების მოსმენა 17 ივლისს დაიწყო. გასაუბრების დასრულების შემდეგ საბჭო ფარული კენჭისყრით 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.

მსგავსი