იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას გააგრძელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას გააგრძელებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენას დღესაც გააგრძელებენ.

უზენაესი სასამართლოს შენობაში გასაუბრება კიდევ ორ მოსამართლესთან, ეკა ზარნაძესა და გიორგი კერატიშვილთან გაიმართება. სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ამ დროისათვის 10-ზე მეტ კანდიდატს მოუსმინეს. 50 კანდიდატიდან იუსტიციის საბჭოს წევრებმა კენჭისყრით ცხრა კანდიდატი უნდა შეარჩიონ, რომელთა სიაც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.