იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას გააგრძელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენას გააგრძელებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენას დღესაც გააგრძელებენ.

უზენაესი სასამართლოს შენობაში გასაუბრება კიდევ ორ მოსამართლესთან, მაია კოპალეიშვილსა და ვეფხია ლომიძესთან გაიმართება. სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის სულ 50 კანდიდატია რეგისტრირებული. ამ დროისათვის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა 12-მდე კანდიდატს მოუსმინეს. 50 კანდიდატიდან იუსტიციის საბჭოს წევრებმა კენჭისყრით ცხრა კანდიდატი უნდა შეარჩიონ, რომელთა სიაც დასამტკიცებლად პარლამენტს გადაეგზავნება.