იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ გამწესების მსურველი მოსამართლეების კენჭისყრას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ გამწესების მსურველი მოსამართლეების კენჭისყრას გამართავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ გამწესების მსურველი მოსამართლეების კენჭისყრას გამართავს. კენჭისყრის პროცესს ის მოსამართლეები გაივლიან, რომელთაც სამ წელზე მეტი გამოცდილება აქვთ და თანამდებობაზე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით არიან დანიშნული.

აღნიშნულ მოსამართლეებს უფლებამოსილების სამწლიანი ვადა 15 თებერვალს ეწურებათ.

კენჭისყრის პროცესს გაივლიან მოსამართლეები:​ ნატრული აკობია, ეკა არეშიძე, გია ბერაია, ლერი თედორაძე, ინდირა მაშანეიშვილი, სალიხ შაინიძე, ნატო ხუჯაძე და მერაბ ჯორბენაძე.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უვადოდ გამწესების თხოვნით 48 მოსამართლემ მიმართა. თუმცა იმის გამო, რომ აღნიშნული რვა მოსამართლის გარდა, სხვა მოსამართლეებს უფლებამოსილება 2020 წელს ეწურებათ, საბჭო მათთან გასაუბრებას და შესაბამისად კენჭისყრას მოგვიანებით ჩანიშნავს.

მოსამართლეების კენჭისყრა 13:00 საათზეა ჩანიშნული.