იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს გაესაუბრება

07:52, 19.03.2018

იუსტიციის უმაღლესი საბჭო, დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრებას გეგმავს.

იუსტიციის საბჭოს უვადოდ გამწესების სურვილით ამჯერად სულ შვიდმა მოსამართლემ მიმართა. ესენი არიან:

ხათუნა კაკაბაძე;
ირაკლი კოპალიანი;
ელენე გოგუაძე;
მერი გულუაშვილი;
მაია ქოქიაშვილი;
დიანა ფარქოსაძე;
თამარ მეშველიანი.

აღნიშნული მოსამართლეები თანამდებობაზე სამი წლის ვადით არიან დანიშნული და ვადა
2018 წლის 1-ელ მაისს ეწურებათ.

უვადოდ გასამწესებლად მოსამართლე ორ კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს – კეთილსინდისიერება და კომპეტენტურობა.

როდის გაიმართება აღნიშნულ მოსამართლეთა უვადოდ გამწესებაზე კენჭისყრა, ჯერ უცნობია.

რაც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომას, საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ 11 საკითხს განიხილავენ. სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.

მსგავსი