იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს, რომელზეც საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხს განიხილავენ.

განსახილველ საკითხებს შორის არის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს შესაძლებლობას, დანამატი გაიცეს იმ მოსამართლეებზე, რომლებიც „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 33-ე მუხლის საფუძველზე ასრულებენ სასამართლოს თავმჯდომარის, კოლეგიის/პალატის თავმჯდომარის მოვალეობას. აღნიშნულ ინიციატივაზე საბჭოს მსჯელობა უკვე მეორედ მოუწევს. ჯანეზაშვილმა ინიციატივა წინა სხდომაზეც დააყენა, თუმცა საკითხმა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.

გარდა აღნიშნულისა, საბჭო დღეს კიდევ ერთი არამოსამართლე წევრის, ირმა გელაშვილის მიერ ინიცირებულ საკითხსაც მოისმენს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2018-2019 წლების მედიაციის საკომუნიკაციო გეგმით განსაზღვრულ მთავარ მიზნებს, ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობის ძირითად ინიციატივებსა და ტაქტიკურ აქტივობებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.