იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ ექვს საკითხს განიხილავენ.

განსახილველ საკითხთა შორის არის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სასამართლოს თავმჯდომარეების ვალდებულებას, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიაწოდონ ინფორმაცია გაჭიანურებული საქმეების შესახებ. ჯერ უცნობია, რას ითვალისწინებს აღნიშნულ წესში ცვლილება და რატომ დადგა ცვლილების განხორციელების აუცილებლობა.

გარდა ამისა, საბჭო ტექნიკურ საკითხებსაც განიხილავს, მათ შორის არის საკითხი საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის წარდგენის შესახებ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.