იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელზეც საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ექვს საკითხს განიხილავენ.

განსახილველ საკითხებს შორის არის სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშის პრეზენტაცია, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას ეხება. საკითხზე მომხსენებელი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძეა.

გარდა ამისა, საბჭო ივნისის თვეში მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარებაზეც იმსჯელებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.