იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს. საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ექვს საკითხზე იმსჯელებენ.

განსახილველ საკითხებს შორის არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის ჯგუფის ანგარიშის განხილვა.

ასევე დღის წესრიგით არის გათვალისწინებული თანამდებობაზე სამი წლის ვადით განწესებულ მოსამართლეებთან გასაუბრება, რომლებსაც უვადოდ განწესების სურვილი აქვთ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული.

დატოვე კომენტარი