იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს, რომელზეც საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ სამ საკითხს განიხილავენ.

განსახილველ საკითხებს შორის არის სხვადასხვა რაიონულ სასამართლოში საშტატო ნუსხის განსაზღვრა. საუბარია სიღნაღის რაიონული სასამართლოს საშტატო ნუსხაში რამდენიმე ერთეულის დამატებაზე. ასევე საუბარი შეეხება ქუთაისისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოების პალატებისა და კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრას.

განსახილველ საკითხებს შორის ასევე არის საერთო სასამართლოებში მოსამართლეთათვის დანამატის განსაზღვრის საკითხი.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.