იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს. საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ოთხ საკითხს განიხილავენ.

განსახილველ საკითხთა შორის არის საკანონმდებლო წინადადება, რომელიც ორგანულ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს. წინადადების მიხედვით, მოსამართლის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლად 65 წლის ასაკის ნაცვლად, 70 წელი ჩაითვლება.

გარდა აღნიშნული საკითხისა, საბჭო მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთების“ 2019 წლის ანგარიშსაც განიხილავს.

განსახილველ საკითხებს შორის არის საბჭოს არამოსამართლე წევრის, ირმა გელაშვილის მიერ ინიცირებული საკითხი, რომელიც მოსამართლეებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსის დაფინანსებას ითვალისწინებს.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.