საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს, რომელზეც საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხს განიხილავენ.
განსახილველ საკითხთა შორის არის საბჭოს მოსამართლე წევრის, ირაკლი შენგელიას მიერ ინიცირებული საკითხი, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატებში მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრის წესში ცვლილებას გულისხმობს.
დღის წესრიგით ასევე განიხილება საერთო სასამართლოების დეპარტამენტის მოთხოვნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი შენობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებისათვის გამოყოფილი აუთვისებელი თანხების განკარგვაზე თანხმობის თაობაზე.
სხდომის დასრულების შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელობის კანდიდატებთან გასაუბრება დაიწყება.
იუსტიციის საბჭომ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა, სადაც 121 კანდიდატი მონაწილეობს. გასაუბრება კანდიდატებთან უკვე რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს. პროცესის დასრულების შემდეგ კი, ოქტომბრის ბოლოს კენჭისყრა გაიმართება.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.