საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებულ ხუთ საკითხს განიხილავენ. მათ შორის არის მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის ჩატარების არსებული პროცედურის შესახებ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ რეკომენდაციების განხილვა.
აღნიშნული რეკომენდაციები არასამთავრობო ორგანიზაციამ გასულ სხდომაზეც წარმადგინა, თუმცა განხილვა, დოკუმენტის გაგზავნის ვადებთან დაკავშირებული ხარვეზის გამო, ვერ მოხერხდა. ცნობილია, რომ განხილვას თავად საია-ს წარმომადგენელიც დაესწრება. რეკომენდაციების შესახებ დეტალები სწორედ განხილვის შემდეგ გახდება ცნობილი.
გარდა აღნიშნული საკითხისა, საბჭო იმსჯელებს ტექნიკურ ცვლილებებზეც. მათ შორის, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მოსამართლეთა ვიწრო სპეციალიზაციაში ცვლილების შესახებ.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.