იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატებს უყრის კენჭს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატებს უყრის კენჭს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს.

საბჭოს წევრები ერთადერთ საკითხს განიხილავენ. ეს არის სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატთა კენჭისყრა.

აღნიშნულ თანამდებობაზე 8 ნოემბერს რვა კანდიდატმა უკვე გაიარა გასაუბრება, დღეს კი კენჭისყრის შედეგად გადაწყდება, ვინ დაიკავებს აღნიშნულ პოსტს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღებს.

სასამართლოს მენეჯმენტის დეპარტამენტის თავმჯდომარის ძირითადი ფუნქცია სასამართლო სერვისების მიწოდებისა და საქმეთა ელექტრონული გადანაწილების ზედამხედველობაა.

აღნიშნულ კონკურსში საბუთების მიღება სსიპ – საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov. ge) მეშვეობით 2018 წლის 10 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა.