იუსტიციის უმაღლესი საბჭო „საერთო სასამართლოებში ფოტოგადაღების, კინო, ვიდეოჩანაწერისა და ტრანსლაციის უკანონოდ განხორციელების პრევენციის შესახებ“ დადგენილების პროექტს აქვეყნებს

23:44, 30.06.2025

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო „საქართველოს საერთო სასამართლოებში ფოტოგადაღების, კინო, ვიდეოჩანაწერისა და ტრანსლაციის უკანონოდ განხორციელების პრევენციის შესახებ“ დადგენილების პროექტს აქვეყნებს.

„„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 59-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, დაევალოთ საქართველოს საერთო სასამართლოების მანდატურთა სამსახურებს, უზრუნველყონ აღნიშნული კანონის მე-131 მუხლის მე-2 პუნქტით დაწესებული აკრძალვების (სასამართლოში (სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში, სასამართლოს ეზოში) ფოტო-კინო-ვიდეოგადაღების, ტრანსლაციისა და აუდიოჩაწერის აკრძალვა) სათანადო აღსრულება“, – აღნიშნულია დადგენილების პროექტში.

დოკუმენტის თანახმად, დადგენილება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მისი მიღებისთანავე ამოქმედდება.

დოკუმენტი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, ნიკოლოზ მარსაგიშვილის მიერ არის მომზადებული.

მსგავსი