იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის მსურველ კონკურსანტებთან გასაუბრებას იწყებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის მსურველ კონკურსანტებთან გასაუბრებას იწყებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეიდან მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებას იწყებს.

გასაუბრება რამდენიმე დღე გაგრძელდება და სულ საბჭო 43 ვაკანტურ ადგილზე 81 კანდიდატს გაესაუბრება.

კანდიდატებს შორის არიან როგორც გახმაურებული საქმის განმხილველი მოსამართლეები, ასევე საბჭოს მოქმედი წევრები და უკვე უვადოდ გამწესებული მოსამართლეები.

დღეს საბჭო 15 კანდიდატს გაესაუბრება, მათ შორის არიან: ირაკლი აბშილავა, ქეთევან დუგლაძე, ლეილა კოხრეიძე, დავით ახალბედაშვილი, ია ბარამიძე, ფრიდონ ბასილაია, თამარ ბეჟანიშვილი, დავით გელაშვილი, დიანა გოგატიშვილი, ბესიკ ბუგიანიშვილი – ეს არის მოსამართლე, რომლის სახელსაც ე.წ. ციანიდისა და ე.წ. კაბელების საქმეების განხილვა უკავშირდება. ბესიკ ბუგიანიშვილმა თავდაცვის სამინისტროს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს ე.წ. კაბელების საქმეზე 7-7-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

ასევე, დღეს გაესაუბრებიან იამზე ბურჯალიანს, მიხეილი გოგიშვილს, ჯუმბერ ბეჟანიძეს, სანდრო გიორგაშვილს.

ამასთან, კონკურსში მონაწილეობს ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე დავით მამისეიშვილი, რომელიც ამავე სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შავაძემ რამდენიმე თვის წინ ზეწოლასა და მოსამართლის საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულა.

რაც შეეხება შემდეგ ეტაპზე გადასული მოსამართლეების კენჭისყრას, პროცედურა მას შემდეგ ჩაინიშნება, როდესაც გასაუბრების პროცესს ყველა კანდიდატი გივლის.

გასაუბრება დღეს 10:30საათზე დაიწყება.