იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის მსურველ კიდევ 15 კონკურსანტს გაესაუბრება
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის მსურველ კიდევ 15 კონკურსანტს გაესაუბრება

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებას აგრძელებს. დღეს საბჭო 15 კანდიდატს გაესაუბრება, რომელთა შორის არიან როგორც გახმაურებული საქმეების განმხილველი მოსამართლეები, ასევე საბჭოს მოქმედი წევრები და უკვე უვადოდ გამწესებული მოსამართლეები.

დღეს გასაუბრებას გაივლიან მოსამართლეები:

1. რევაზ თოფჩიშვილი
2. როინ კახიძე
3. კობა გოცირიძე
4. ლევან დარბაიძე
5. გიორგი დარახველიძე

6. დავით კეკენაძე – ეს ის მოსამართლეა, რომელიც ნორა კვიციანის საქმეს განიხილავდა. ნორა კვიციანი, კეკენაძეს უკანონო გადაწყვეტილებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ საქმეში, მის საწინააღმდეგოდ არანაირი მტკიცებულება არ არსებობდა. ცნობილია, რომ 2017 წლის თებერვალში, საქმის მეორედ განხილვის დროს, სააპელაციო სასამართლომ ნორა კვიციანი უდანაშაულოდ ცნო. ნორა კვიციანი 2006 წლის 29 ივლისს დააკავეს. ის სისხლის სამართლის სამი მუხლით (მითვისება, უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა ან მასში მონაწილეობა და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა–შენახვა) გაასამართლეს და ექვსი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

7. გოჩა დიდავა
8. მარინა გლოველი
9. ზვიად ესებუა
10. ნონა ზარქუა
11. ლერი თედორაძე
12. თემურ გოგოხია
13. ეკატერინე გაბრიჩიძე

14. გასაუბრების პროცესს გაივლის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრი და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ირაკლი ბონდარენკო. ირაკლი ბონდარეკო უვადო მოსამართლეა.

15. კონკურსში ასევე მონაწილეობს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი, რომელმაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნის, გიორგი მიქაუტაძის საქმე განიხილა. საუბარია გონიოში, მიქაუტაძესა და მოქალაქე თამარ ხაჭაპურიძეს შრის მომხდარ ინციდენტზე. ხვიჩა კიკილაშვილი საბჭომ უვადო მოსამართლედ გაამწესა, რაც არასამთავრობო სექტორში ეჭვის საფუძველი გახდა. მესამე სექტორი მიქაუტაძის სასარგებლოდ გამოტანილ განაჩენსა და კიკილაშილის უვადოდ გამწესებას შორის კავშირს ხედავს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება 26 ოქტომბერს დაიწყო. საბჭო 43 ვაკანტურ ადგილზე 80 კანდიდატს, რამდენიმე დღის განმავლობაში გაესაუბრება. კანდიდატებს შორის 21 ყოფილი მოსამართლეა, 17 10-წლიანი გამოცდილების მქონე, ერთი უზენაესი სასამართლოს მოქმედი, ერთი კი ყოფილი მოსამართლე, 10 იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული, 17 კი სამწლიანი გამოცდილების მქონე. რაც შეეხება კანდიდატთა კენჭისყრას, პროცესი კანდიდატებთან გასაუბრების შემდეგ დაიწყება.

გასაუბრება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 10:30 საათზე დაიწყება.