იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებას აგრძელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებას აგრძელებს

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, მოსამართლეობის მსურველ შვიდ კანდიდატს გაესაუბრება. კანდიდატებს შორის არიან, როგორც გახმაურებული საქმის განმხილველი მოსამართლეები, ასევე საბჭოს მოქმედი წევრები და უვადოდ გამწესებული მოსამართლეები.

დღეს გასაუბრებას გაივლიან მოსამართლეები:

1. გიორგი არევაძე – ეს ის მოსამართლეა, რომელმაც სანდრო გირგვლიანის საქმეზე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2. ზაზა მარტიაშვილი.

3. პროკურორი რეზო ნადოი. მას ერთხელ უკვე ჰქონდა საბჭოში შეტანილი განაცხადი რამდენიმე ვაკანსიაზე, თუმცა ხმათა საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა. რევაზ ნადოი თბილისის საქალაქო სასამართლოში რამდენიმე გახმაურებული საქმის პროკურორი იყო. ის ზურაბ ჟვანიას დაცვის წევრების, ბაჩო ახალაიას რამდენიმე საქმის, მათ შორის, პოლკოვნიკ სერგო თეთრაძისა და ციხის ბუნტის საქმეების პროკურორი იყო.

4. ბესარიონ ტაბაღუა.

5. ნიკოლოზ მარგველაშვილი, რომელიც დემირელის სკოლის მენეჯერის მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმეს განიხილავდა. მას ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედებოდა.

6. ხატია არდაზიშვილი.

7. ნინო ყანჩაველი.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება 26 ოქტომბერს დაიწყო. საბჭო 43 ვაკანტურ ადგილზე 80 კანდიდატს რამდენიმე დღის განმავლობაში გაესაუბრება. კანდიდატებს შორის 21 არის ყოფილი მოსამართლე, 17-10-წლიანი გამოცდილების მქონე ერთი უზენაესი სასამართლოს მოქმედი, ერთი კი, ყოფილი მოსამართლე, ათი იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებული, 17 კი სამწლიანი გამოცდილების მქონე.

რაც შეეხება კანდიდატთა კენჭისყრას, პროცესი კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ დაიწყება. საბჭო კანდიდატებთან გასაუბრებას 11:00 საათზე დაიწყებს.