იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებას აგრძელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებას აგრძელებს

იუსტიციის უმაღლესის საბჭო მოსამართლეობის მსურველ შვიდ კანდიდატს დღეს გაესაუბრება. კანდიდატებს შორის არიან როგორც გახმაურებული საქმის განმხილველი მოსამართლეები, ასევე საბჭოს მოქმედი წევრები და უკვე უვადოდ გამწესებული მოსამართლეები.

დღეს გასაუბრებას გაივლიან: მარინე ცერცვაძე, ლია ოთარაშვილი, ანა ღელეყვა, ვალერიანე ფილიშვილი, ფატი ფურცხვანიძე, ეკატერინე პართენიშვილი.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება 26 ოქტომბერს დაიწყო. საბჭო 43 ვაკანტურ ადგილზე 80 კანდიდატს გაესაუბრება. ამ დროისთვის გასაუბრება უკვე 62-მა კანდიდატმა გაიარა. რაც შეეხება კანდიდატთა კენჭისყრას, პროცესი კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ დაიწყება.

გასაუბრება დღეს, 11:00 საათზე დაიწყება.