იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებას აგრძელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებას აგრძელებს

იუსტიციის უმაღლესის საბჭო მოსამართლეობის მსურველ 17 კანდიდატს დღეს გაესაუბრება. კანდიდატებს შორის არიან როგორც გახმაურებული საქმის განმხილველი მოსამართლეები, ასევე საბჭოს მოქმედი წევრები და უკვე უვადოდ გამწესებული მოსამართლეები.

დღეს გასაუბრებას გაივლიან მოსამართლეები: ნათია მერაბიშვილი; დავით მესხიშვილი; მანანა მესხიშვილი; ხათუნა ნადიბაიძე; კახაბერ ნარეკლიშვილი; მამუკა ნოზაძე; ვახტანგ მრელაშვილი – ეს ის მოსამართლეა, რომელიც ე.წ. ცენტრ პოინტის საქმეს განიხილავდა.

ასევე, ლიანა ორკოდაშვილი; ზვიად ესებუა; ზურაბ ძნელაშვილი; როინ პერანიძე; ელისო ტუკვაძე; მარიკა ჩიტაშვილი; ირაკლი შავაძე; მანუჩარ ცაცუა; ლეილა გურგუჩიანი; დურმიშხან ჟორჟოლიანი.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება 26 ოქტომბერს დაიწყო. საბჭო 43 ვაკანტურ ადგილზე 80 კანდიდატს რამდენიმე დღის განმავლობაში გაესაუბრება. ამ დროისთვის გასაუბრება უკვე გაიარა 45-მა კანდიდატმა. რაც შეეხება კანდიდატთა კენჭისყრას, პროცესი კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ დაიწყება.

გასაუბრების პროცესი დღეს 10:30 საათზე დაიწყება.