იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებას აგრძელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებას აგრძელებს

იუსტიციის უმაღლესის საბჭო მოსამართლეობის მსურველ ათ კანდიდატს დღეს გაესაუბრება. კანდიდატებს შორის არიან, როგორც გახმაურებული საქმის განმხილველი მოსამართლეები, ასევე საბჭოს მოქმედი წევრები და უკვე უვადოდ გამწესებული მოსამართლეები.

დღეს გასაუბრებას გაივლიან მოსამართლეები:

1. ნაირა გიგიტაშვილი – ეს ის მოსამართლეა, რომელიც სანდრო გირგვლიანის საქმეს სააპელაციო სასამართლოში განიხილავდა.

2. ნიკოლოზ მარსაგიშვილი;

3. ბიძინა სტურუა;

4. ნინო შარაძე;

5. ასევე გასაუბრებას გაივლის თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და საბჭოს მოქმედი წევრი, ვასილ მშვენიერაძე. პირველი არხის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ვასილ მშვენიერაძეს ინსტანციის შეცვლა სურს და განაცხადი სააპელაციო სასამართლოში გადასვლაზე აქვს შეტანილი. ის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2017 წელს თანამდებობაზე უვადოდ გაამწესა;

6. ციური სულხანიშვილი;

7. კანდიდატებს შორის არის საბჭოს საბჭოს კიდევ ერთი წევრი, რევაზ ნადარაია. მას თბილისის სააპელაციო სასამართლოდან საქალაქო სასამართლოში სურს გადასვლა. ნადარაია უკვე უვადო მოსამართლეა.

8. თამარ ოქროპირიძე;

9. ალექსანდრე ლომიძე;

10. ასევე გასაუბრებას გაივლის უზენაესი სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძე, რომელსაც მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს უფლებამოსილების ვადა გაუხანგრძლივდა. იმ შემთხვევაში, თუ მას საბჭომ მხარი დაუჭირა, უვადო მოსამართლე გახდება.

შეგახსენებთ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება 26 ოქტომბერს დაიწყო. საბჭო 43 ვაკანტურ ადგილზე 80 კანდიდატს რამდენიმე დღის განმავლობაში გაესაუბრება.

ამ დროისთვის გასაუბრება უკვე 35-მა კანდიდატმა გაიარა. რაც შეეხება კანდიდატთა კენჭისყრას, პროცესი კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ დაიწყება.

გასაუბრების პროცესი დღეს 10:30 საათზე დაიწყება.

 

დატოვე კომენტარი