იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებას 21 დეკემბრიდან დაიწყებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებას 21 დეკემბრიდან დაიწყებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებას 21 დეკემბრიდან დაიწყებს. უკვე ცნობილია კანდიდატთა სიაც. სულ 82 კანდიდატია.

სიაში ცნობილი სახელი და გვარებიც მოხვდა:

ვასილ მშვენიერაძე – საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, მოსამართლე და იუსტიციის საბჭოს წევრი.

სერგო მეთოფიშვილი – საქალაქო სასამართლო, სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე და მოსამართლე. ასევე, იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი.

დავით მამისეიშვილი – ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლე.

ლევან თევზაძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

გიორგი ებანოიძე – საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

შოთა გეწაძე – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 2013-2017 წლებში და სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

მოქმედი მოსამართლეების მიერ განაცხადის ხელახლა შეტანის მიზეზი ან გადანიშვნა, ან სამოსამართლეო ვადის ამოწურვაა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი 23 ოქტომბერს გამოაცხადა. განაცხადების მიღება 13 ნოემბერს დასრულდა. საბჭომ 20 ნოემბრის სხდომაზე, მოსამართლეთა განაცხადები განიხილა, რის შემდეგაც, ისინი ვინც მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ, გასაუბრების ეტაპზე გადავიდნენ.