იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებას გამართავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებას გამართავს.

ცნობილია, რომ გასაუბრების პროცესში შვიდი კანდიდატი იღებს მონაწილეობს:

ნარგიზ ცეცხლაძე;

დურმიშხან ჟორჟოლიანი;

მარინა ჯიყაშვილი;

გიორგი ჭიქაბერიძე;

ნინო ხაბალაშვილი;

ლადო ქარქაშაძე;

ნათია ქუთათელაძე.

მიუხედავად იმისა, რომ საბჭომ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება ოქტომბერში დაიწყო, პროცესი ამ დრომდე არ დასრულებულა. საბჭოს არამოსამართლე წევრებს მიაჩნიათ, რომ დარჩენილ 11 კანდიდატთან გასაუბრება განზრახ გაჭიანურდა. მიზეზი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შესარჩევი სიაა. მათი თქმით, სავარაუდოა, რომ საბჭოს მოსამართლე წევრები სიასთან დაკავშირებით მოვლენათა განვითარებას ელოდებიან და სწორედ ამის შემდეგ მოხდება აღნიშნულ კანდიდატთა გადანაწილება სასამართლო სისტემაში.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება 26 ოქტომბერს დაიწყო. საბჭო 43 ვაკანტურ ადგილზე 78 კანდიდატს გაესაუბრება. ამ დროისთვის გასაუბრება უკვე 67-მა კანდიდატმა გაიარა, დღევანდელი გასაუბრების შემდეგ კი სამი კანდიდატი დარჩება, ვისაც გასავლელი ექნება აღნიშნული პროცედურა.

რაც შეეხება კანდიდატთა კენჭისყრას, პროცესი კანდიდატთან გასაუბრების შემდეგ დაიწყება.

მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებამდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული. სხდომაზე დღის წესრიგით სამი საკითხია განსახილველი.