იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების დანამატის გაცემის წესზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეების დანამატის გაცემის წესზე იმსჯელებს

დღეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება. საბჭოს წევრები დღის წესრიგით რვა საკითხს განიხილავენ, მათ შორის არის საკითხი მოსამართლეებისთვის დანამატის გაცემის შესახებ.

გარდა ამისა, საბჭოს წევრები ბათუმის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის შემადგენლობაში მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრასაც განიხილავენ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზეა დაგეგმილი.