იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიხეილ ჩინჩალაძის მოადგილის დანიშვნის საკითხზე იმსჯელებს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიხეილ ჩინჩალაძის მოადგილის დანიშვნის საკითხზე იმსჯელებს

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს, რომელზეც საბჭოს წევრები თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის დანიშვნის შესახებ იმსჯელებენ. ჯერჯერობით უცნობია საკითხის დეტალები და ისიც, თუ რატომ გახდა აუცილებელი მიხეილ ჩინჩალაძის მოადგილის შეცვლა ან ახლის დამატება.

დღეის მდგომარეობით, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე მიხეილ ჩინჩალაძეს ერთი მოადგილე, ირაკლი შენგელია ჰყავს, რომელიც ამავდროულად იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრია.

გარდა აღნიშნული საკითხისა, საბჭო მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლის კონკურსის გარეშე დანიშვნის საკითხზე იმსჯელებს. საკითხი ითვალისწინებს თბილისის საქალაქო, ქუთაისის საქალაქო და გორის რაიონული სასამართლოების მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე მოსამართლეთა გადაადგილებას.

საბჭოს სხდომის დღის წესრიგით სულ შვიდი საკითხია განსახილველი. სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.