იუსტიციის უმაღლესი საბჭო გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეებს გაესაუბრება
იუსტიციის უმაღლესი საბჭო გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეებს გაესაუბრება

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეებს გაესაუბრება. საბჭო იმ მოსამართლეებს გაესაუბრება, რომელთაც თანამდებობაზე ყოფნის სამწლიანი ვადა ეწურებათ.

გასაუბრების პროცესში რვა მოსამართლე მონაწილეობს: ზურაბ ბალავაძემ, გიორგი გრატიაშვილი ალექსანდრე იაშვილი, მაია კუთხაშვილი, რომან კუპატაძე, თამარ ლაკერბაია, ნიკოლოზ მარგველაშვილი, ბადრი ნიპარიშვილი.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული კანდიდატები ხმათა საჭირო რაოდენობას დააგროვებენ, ისინი უვადო მოსამართლეები გახდებიან. დღეს მხოლოდ გასაუბრება გაიმართება, ხოლო რაც შეეხება კენჭისყრას, კენჭისყრის თარიღი ჯერ უცნობია.

მოსამართლეებთან გასაუბრება 12:00 საათზე არის ჩანიშნული, რომლის შემდეგაც, 13:30 საათზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც საბჭოს წევრები დღის წესრიგით სამ საკითხს განიხილავენ.