იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს უვადოდ გამწესების მსურველი მოსამართლეების კენჭისყრას გამართავს

07:54, 23.03.2018

იუსტიციის უმაღლესი საბჭო უვადოდ გამწესების მსურველ კანდიდატებს კენჭს უყრის. საბჭო შვიდი მოსამართლის გამწესებაზე იმსჯელებს, რომელთაც პირველ მაისს სამწლიანი უფლებამოსილების ვადა ეწურებათ.

ესენი არიან:

1. გოგუაძე ელენე – თბილისის საქალაქო სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

2. გულუაშვილი მერი – თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

3. კაკაბაძე ხათუნა – თბილისის საქალაქო სასამართლო, სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

4. კოპალიანი ირაკლი – თბილისის საქალაქო სასამართლო, სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

5. მეშველიანი თამარ – თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

6. ფარქოსაძე დიანა – თბილისის საქალაქო სასამართლო, ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

7. ქოქიაშვილი მაია – თბილისის საქალაქო სასამართლო, სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა 10:00 საათზე დაიწყება.

 

მსგავსი