იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს, სადაც საბჭოს წევრები დღის წესრიგით ოთხ საკითხს განიხილავენ. განსახილველ საკითხებს შორის არის ადამიანური რესურსები მართვის სახელმძღვანელოს პრეზენტაცია. სახელმძღვანელო წარმოადგენს გზამკვლევს ადამიანური რესურსების პროცესების დანერგვისთვის და უნიფიცირებულ მეთოდოლოგიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და საერთო სასამართლოებისთვის.

ასევე საბჭო იმსჯელებს საერთო სასამართლოების დეპარტამენტის წერილზე, რომლის მიხედვითაც, დეპარტამენტი ითხოვს თანხმობას, საერთო სასამართლოების 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ გაწერაში ცვლილების განხორციელებაზე.

სხდომაზე დაგეგმილია სასამართლოს სისტემის საკომუნიკაციო სტრატეგიაზე მსჯელობაც.

საბჭოს სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.