იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს, სადაც საბჭოს წევრები დღის წესრიგით სამ საკითხს განიხილავენ. მათ შორის არის საკითხი, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს პალატებში მოსამართლეთა რაოდენობის განსაზღვრას ითვალისწინებს.საკითხზე მომხსენებელი საბჭოს მოსამართლე წევრი, ირაკლი შენგელიაა.

გარდა აღნიშნული საკითხისა, საბჭო ყოფილი მოსამართლე ზურაბ გაბაიძის განცხადებაზე იმსჯელებს. წერილის შინაარსი ჯერ უცნობია.

საბჭოს სხდომა 11:00 საათზე გაიმართება.