იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს, სადაც საბჭოს წევრები დღის წესრიგით ცხრა საკითხს განიხილავენ. მათ შორის არის უვადოდ გამწესების მსურველი მოსამართლის განაცხადის განხილვა, რომელსაც სამწლიანი გამოსაცდელი ვადა ამოეწურა.

გარდა ამისა, საბჭო მოსამართლეების შესარჩევი კონკურსის საორგანიზაციო საკითხებზე იმსჯელებს და სავარაუდოდ ოქტომბრის თვეში, მიმდინარე კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული მოსამართლეებისთვის გასაუბრების თარიღს ჩანიშნავს.

საბჭოს 43 ვაკანტურ ადგილზე მოსამართლეების შესარჩევად კონკურსი აქვს გამოცხადებული.

სხდომის დაწყებამდე მედიასთან საგანგებო განცხადების გაკეთებას გეგმავს საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი. ცნობილია, რომ განცხადება სასამართლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირს შეეხება.

საბჭოს სხდომა 11:00საათზეა ჩანიშნული.

დატოვე კომენტარი