იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს. საბჭოს წევრები დღის წესრიგით სულ ოთხ საკითხს განიხილავენ. განსახილველ საკითხებს შორის არის გადაწყვეტილების პროექტი, რომელიც საბჭოს ვებგვერდზე გადაწყვეტილებათა კონსოლიდირებული ვერსიის განთავსების ვალდებულებას ითვალისწინებს.
ინიციატივის ავტორი საბჭოს არამოსამართლე წევრი ირმა გელაშვილია. ჯერ საკითხის დეტალები უცნობია.
გარდა ამისა, საბჭო კონკურსის გარეშე რუსთავის საქალაქო სასამართლოში დანიშვნის მსურველ ხუთ მოსამართლესთან გასაუბრებას გამართავს.
სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.