იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს, სადაც საბჭოს წევრები დღის წესრიგით, 16 საკითხს განიხილავენ. მათ შორის არის უვადოდ გამწესების მსურველი მოსამართლეების განაცხადების განხილვა.

საბჭო ამ ეტაპზე შვიდი მსურველის განაცხადს განიხილავს. რაც შეეხება უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებთან გასაუბრებას, პროცედურა მაშინ გაიმართება, როდესაც ყველა მსურველი დაასრულებს განაცხადის შეტანას. კენჭისყრაც შესაბამისად აღნიშნული ეტაპების დასრულების შემდეგ ჩაინიშნება.

გარდა ამისა, დღეს საბჭო განიხილავს მოსამართლე შორენა ყაველაშვილის განაცხადს, რომელიც საბჭოს წევრის, ანა დოლიძის, როგორც შემფასებელი წევრის აცილებას ითხოვს. შორენა ყაველაშვილი უვადოდ გამწესების მსურველთა შორის არის, კანდიდატებს კი საბჭოს წევრები აფასებენ.
გარდა ამისა საბჭო ტექნიკურ საკითხებზეც იმსჯელებს. სხდომა 11:00 საათზეა ჩანიშნული.