იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს. სხდომაზე საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ორ საკითხზე იმსჯელებენ. განსახილველ საკითხებს შორის არის იმ მოსამართლეთა კენჭისყრა, ვისაც საერთო სასამართლოების სისტემაში არსებულ ვაკანსიებზე კონკურს გარეშე გადასვლა სურთ. მოსამართლეებმა საბჭოში გასაუბრება უკვე გაიარეს.

მსგავსი კენჭისყრა საბჭომ გასულ კვირასაც ჩაატარა და გამოცხადებულ ვაკანსიებზე ექვსი მოსამართლე დანიშნა. მიუხედავად ამისა, ვაკანსიების შევსება ვერ მოხერხდა, რის გამოც კონკურსი ხელახლა გამოცხადდა.

გარდა აღნიშნული საკითხისა, საბჭო ზოგიერთი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნის შესახებაც იმსჯელებს.

საბჭოს სხდომა 15:00 საათზე გაიმართება.