იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს. სხდომაზე საბჭოს წევრები დღის წესრიგით განსახილველ ხუთ საკითხზე იმსჯელებენ.

დღევანდელ სხდომაზე საბჭო იმ მოსამართლეთა კენჭისყრას გამართავს, რომლებსაც საერთო სასამართლოების სისტემაში სხვადასხვა ვაკანტურ თანამდებობაზე გადასვლა სურთ. მათ კანონი აძლევს შესაძლებლობას, რომ სასურველი პოზიცია კონკურს გარეშე დაიკავონ. სულ 60-მდე ვაკანსიაზე 50-ზე მეტმა მოსამართლემ გამოთქვა სურვილი. მოსამართლეებმა გასაუბრება რამდენიმე კვირის წინ გაიარეს, თუმცა კენჭისყრა ამ დრომდე არ ჩატარებულა. აღნიშნულ კონკურსში, ყველაზე მეტი ვაკანსია და მსურველიც თბილისის საქალაქო სასამართლოშია.

გარდა აღნიშნულისა, საბჭო რამდენიმე ტექნიკურ საკითხთან ერთად თბილისის საქალაქო სასამართლოში კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებაც იმსჯელებს. ჯერ საკითხის შესახებ დეტალები უცნობია.

სხდომა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 16:00 საათზე გაიმართება.