იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება. სხდომაზე უვადოდ გამწესების მსურველ მოსამართლეებს კენჭს უყრიან. ეს ის მოსამართლეები არიან, რომლებიც თანამდებობებზე სამწლიანი გამოსაცდელი ვადით არიან დანიშნული და სამ წელზე მეტი გამოცდილება აქვთ. მათ გასაუბრება გასულ კვირას გაირეს, დღეს კი კენჭისყრა გაიმართება. პროცედურას სულ 18 მოსამართლე გაივლის.

გარდა ამისა, საბჭოს სხდომაზე თბილისის საქალაქო სასმართლოს კოლეგიების შემადგენლობის განსაზღვრაზეც იმსჯელებენ. ჯერ უცნობია, რა ცვლილებები არის დაგეგმილი.

სხდომა 12:00 საათზე გაიმართება.