იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს

დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება. საბჭოს წევრები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთადერთ საკითხზე იმსჯელებენ, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესახებ არსებული ინფორმაციის გაცემის მიზანშეწონილობას გულისხმობს.

საკითხის განხილვა გასულ სხდომაზე დაიწყო, რომელსაც საბჭოს წევრებს შორის აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. სავარაუდოდ სწორედ დღეს გადაწყდება, შესაძლებელი იქნება თუ არა აღნიშნული მონაცემების გადაცემა არასამთავრობო სექტორისთვის, რომელმაც აღნიშნული თხოვნით საბჭოს რამდენიმე კვირის წინ მიმართა.

დღევანდელ სხდომას, რომელიც 11:00 საათზე დაიწყება. სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები დაესწრებიან.