იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს, სადაც საბჭოს წევრები დღის წესრიგით სამ საკითხს განიხილავენ. მათ შორის არის ორი ტექნიკური შინაარსის, ერთი კი საშტატო ერთეულების დამატებას ითვალისწინებს.საუბარია რუსთავის საქალაქო სასამართლოს აპარატის საშტატო ნუსხაში ზოგიერთი თანამდებობის დამატებაზე.

საბჭოს სხდომა 15:00 საათზე გაიმართება.