იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს
იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს, სადაც დღის წესრიგით ოთხ საკითხს განიხილავენ.

განსახილველ საკითხებს შორის არის საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის წერილი, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი ადმინისტრაციული შენობის პროექტის კორექტირების თაობაზე მსჯელობას ეხება. ჯერ უცნობია, რას ითვალისწინებს ცვლილება.

ასევე, საბჭო საერთო სასამართლოების დეპარტამენტის თავმჯდომარის კიდევ ერთ წერილზე იმსჯელებს, რომელიც საერთო სასამართლოების 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გაწერაში ცვლილებებს გულისხმობს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 11:00 საათზე გაიმართება.