იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს სხდომას გამართავს, სადაც საბჭოს წევრები დღის წესრიგით ხუთ საკითხს განიხილავენ.
მათ შორის არის ბათუმში დასაქმებული ადვოკატების კოლექტიური განცხადება, სადაც 31 ადვოკატი ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადატვირთულობაზე საუბრობს. ადვოკატები აღნიშნული პრობლემის გადაჭრას ითხოვენ.
გარდა აღნიშნული საკითხისა, საბჭო კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის წერილსაც განიხილავს, სადაც საუბარია, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილ შენიშვნებზე საქართველოს კონკურენციის სააგენტოს პოზიცია.
აღნიშნულ ცვლილებებზე საბჭომ საკუთარი პოზიცია სააგენტოს რამდენიმე კვირის წინ გადაუგზავნა. კანონპროექტი კონკურენციის სამართლის საქმეების განხილვის სპეციფიკის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებს ითვალისწინებს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა 13:00 საათზე გაიმართება.