იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს მოსამართლეებს შეარჩევს

08:00, 11.01.2018

იუსტიციის უმაღლესი საბჭო დღეს მოსამართლეობის მსურველი კანდიდატების კენჭისყრას გამართავს. კენჭისყრის შედეგად, საქართველოს მასშტაბით, სასამართლოების სხვადასხვა ისტანციაში ახალი მოსამართლეები გამწესდებიან.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება 27-30 დეკემბერს გამართა. სულ რეგისტრირებული იყო 82 კანდიდატი, თუმცა გასაუბრებაზე 79 გამოცხადდა.

საბჭოს სხდომა 10:00 საათზეა ჩანიშნული.

მსგავსი