იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასმართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მორის შალიკაშვილს უსმენენ 
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასმართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მორის შალიკაშვილს უსმენენ 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასმართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან, მორის შალიკაშვილთან მიმდინარეობს გასაუბრება. კანდიდატი აკადემიური წრის წარმომადგენელია. მან გასაუბრების დაწყების წინ, საკუთარ მოტივაციაზე ისაუბრა.

„უზენაესი სასამართლოს ნებისმიერი კანდიდატის მოტივაცია გამომდინარეობს მისი საქმიანობიდან. მე ჩემს საქმიანობაში სამ ასპექტს გამოვყოფდი, რის გამოც ვფიქრობ, რომ მაქვს შესაძლებლობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე ვიყო. პირველი, ეს არის ჩემი კრიმინოლოგიური ცოდნა. ვფიქრობ, რომ ჩემი ცოდნით კომპეტენტური დასაბუთებული გადაწყვეტილებების შესაძლებლობა გამიჩნდა. მეორე არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში ჩემი საქმიანობა. მესამე, რასაც ვფიქრობ, რომ მიშვნელოვანია, მე 10  წელი ვცხოვრობდი გერმანიაში. ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ სამართლის განვითარებაზე, ბევრმა ქვეყანამ უკვე გაიარა ეს ეტაპი. ვფიქრობ, რომ გერმანიამ ამ მხრივ ერთ-ერთი უპირობო მაგალითი აჩვენა. მე შემიძლია ამ ცოდნით ქართული სამართალის განვითარება“, – განაცხადა მორის შალიკაშვილმა.