იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატების მოსმენა განახლდა.

დღეს სულ სამ კანდიდატთან გასაუბრება არის დაგეგმილი; ესენი არიან: თამარ ბურჯანაძე, მერაბ გაბინაშვილი და მირანდა ერემაძე.

ამ წუთებში საბჭოს წევრების კითხვებს პირველი კანდიდატი – თამარ ბურჯანაძე პასუხობს. დაახლოებით 12:00 საათისთვის კი, საბჭო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლესთან, მერაბ გაბინაშვილთან გეგმავს გასაუბრებას.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსმენებს ოდირის სადამკვირვებლო მისიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები აკვირდებიან. მიმდინარეობს გასაუბრების ონლაინ ტრანსლირება საქართველოს პირველი არხის მიერ.