იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება განახლდება
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება განახლდება

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორი კანდიდატი გაივლის გასაუბრების პროცესს. საბჭოს წევრთა კითხვებს უპასუხებენ უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წევრი პაატა სილაგაძე და იუსტიციის საბჭოს ყოფილი წევრი კახაბერ სოფრომაძე.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო და საბჭო 50 კანდიდატიდან უკვე 34-ს გაესაუბრა.

50-ვე კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგ კი საბჭო ფარული კენჭისყრით 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.

პაატა სილაგაძესა და კახაბერ სოფრომაძესთან გასაუბრების შემდეგ, დღეს, 17:00 საათზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სხდომას გამართავს, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებულ ერთ საკითხზე იმსჯელებენ.