იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება განახლდება

07:16, 12.08.2019

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორი კანდიდატი გაივლის გასაუბრების პროცესს. საბჭოს წევრთა კითხვებს პაატა შავაძე და მორის შალიკაშვილი უპასუხებენ. გასაუბრება 10:00 საათზე დაიწყება.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო და საბჭო 50 კანდიდატიდან 42-ს უკვე გაესაუბრა. 50-ვე კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგ საბჭო ფარული კენჭისყრით 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს გადაუგზავნის.

მსგავსი