იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გაგრძელდება
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გაგრძელდება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება განახლდება.

საბჭოში გასაუბრების პროცესს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორი კანდიდატი გაივლის. კერძოდ, საბჭოს წევრთა კითხვებს ქეთევან მესხიშვილი და ლევან მესხორაძე უპასუხებენ.

გასაუბრების პროცესი 10:00 საათზე დაიწყება.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო და საბჭო 50 კანდიდატიდან უკვე 28-ს გაესაუბრა. ორმოცდაათივე კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგ საბჭო, ფარული კენჭისყრით, 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.