იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გაგრძელდება
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გაგრძელდება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს, 10:00 საათზე განახლდება.

საბჭოში გასაუბრებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ორი კანდიდატი გაივლის. კერძოდ, საბჭოს წევრთა კითხვებს კანდიდატები – ნუგზარ სხირტლაძე და თამარ ლალიაშვილი უპასუხებენ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო და საბჭო 50 კანდიდატიდან უკვე 36-ს გაესაუბრა.

ორმოცდაათივე კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგ საბჭო ფარული კენჭისყრით 20 კანდიდატს შეარჩევს და სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.