იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება გაგრძელდება

07:09, 01.08.2019

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს, 10:00 საათზე განახლდება.

საბჭოში გასაუბრების პროცესს მოსამართლეობის ორი კანდიდატი – როინ მიგრიაული და ლევან მიქაბერიძე გაივლის.

იუსტიციის უმაღლესი საბჭო ორშაბათიდან გასაუბრების ახალ რეჟიმზე გადავიდა და ყოველდღიურად ორ კანდიდატს ხვდება. 50-დან 30 კანდიდატთან გასაუბრება უკვე შედგა.

პროცესის დასრულების შემდეგ საბჭო, ფარული კენჭისყრით, 20 მათგანს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.

მსგავსი