იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დღეს გაგრძელდება
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დღეს გაგრძელდება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს, 10:00 საათზე განახლდება. გასაუბრებას ორი კანდიდატი გაივლის. ესენი არიან: ნიკოლოზ მარსაგიშვილი, რომელიც გორის რაიონული სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა და ლავრენტი მაღლაკელიძე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე მოსმენებს ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები დააკვირდებიან.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 17 ივლისს დაიწყო და ამ ეტაპზე საბჭო უკვე გაესაუბრა 26 კანდიდატს. 50-ივე კანდიდატთან გასაუბრების დასრულების შემდეგა კი საბჭო, ფარული კენჭისყრით 20 კანდიდატს შეარჩევს და პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნის.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებთან გასაუბრების პროცესი ონლაინ რეჟიმში საქართველოს პირველი არხის ვებ-გვერდზე, 1tv.ge-ზე გადაიცემა.